პოლ კუპერი შემოუერთდა იურიდიულ ფირმას “მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური” მრჩეველის სტატუსით
17 იანვარი 2012
იურიდიული ფირმა მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური აცხადებს პოლ კუპერის, ფირმასთან მრჩეველის სტატუსით შემოერთების შესახებ. იგი გააძლიერებს საგადასახადო სამართლის მიმართულებით მომუშავე ჯგუფს.
კორპორატიული/შერწყმა–შესყიდვის საგადასახადო სამართალის ჯგუფს აქვს როგორც საკონსულტაციო ისე სასამართლო გამოცდილება.პოლ კუპერი აღნიშნულ ჯგუფს შემატებს თავის კომპეტენციასა და გამოცდილებას. მან თხუთმეტი წელი გაატარა ახალი ზელანდიის შიდა შემოსავლების დეპარტამენტში, სადაც შეიმუშავა და დანერგა საერთაშორისო საგადასახადო პოლიტიკა, შეიმუშავა ახალი ზელანდიის ტრანსფერული ფასწარმოქმნის რეკომენდაციები და თანამონაწილეობდა საგადასახადო ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში. იგი ასევე წარმოადგენდა ახალ ზელანდიას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD) მავნე საგადასახადო პრაქტიკის, საგადასახადო ხელშეკრულებებისა და ტრანსფერული ფასწარმოქმნის საკითხებზე.