თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მისამართზე:

იურიდიული ფირმა მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური (MKD) 
საქართველო, თბილისი 0186,
ვაჟა–ფშაველას გამზ. 71, ოფისი 24
ბიზნეს ცენტრი ვაჟაზე (BCV)
ტელ.: (+995 32) 2553880, 2973880
ფაქსი: (+995 32) 2973884
ელ–ფოსტა: info@mkd.ge

თქვენი საუკეთესო არჩევანი

იურიდიული ფირმა „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური“ (MKD) ქართულ იურიდიულ ბაზარზე ოპერირებს 1996 წლიდან და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ცნობად და წამყვან იურიდიულ ფირმას საქართველოში.

კლიენტთა მომსახურებისას ფირმა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს თანამედროვე სამყაროში არსებულ პროფესიულ ღირებულებებზე: გამოირჩევა იურიდიული ეტიკეტის დაცვით, გუნდურობით, პროაქტიულობითა და მრავალენოვანი პერსონალით.

MKD-ს საქმიანობას ხელმძღვანელობს 5 პარტნიორი/დირექტორი: ირაკლო მგალობლიშვილი, ვიქტორ ყიფიანი, დავით ძიძიგური, არჩილ კბილაშვილი და ვახტანგ შევარდნაძე. თითოეული მათგანი აქტიურად არის ჩართული ფიმის მართვასა და მდგრად განვითარებაში.

ფირმის იურისტები გამოირჩევიან განათლების ხარისხით, მოტივაციით, საქმისადმი დამოკიდებულებით, საერთაშორისო გამოცდილებით და ძლიერი საფუძვლებით ადგილობრივ სამართალში, რაც საშუალებას გვაძლევს კლიენტებს შევთავაზოთ სამართლებრივი და აკადემიური ცოდნის საუკეთესო კომბინაცია.

საქართველოში მოქმედი ბიზნესებისთვის უმაღლესი ხარისხის იურიდიული მომსახურების გაწევისას, MKD ყოველთვის ეძებს ყველაზე პრაქტიკულ და კომერციულად მომგებიან ბიზნეს გადაწყვეტილებებს თავისი კლიენტებისთვის და არ შემოიფარგლება ვიწროდ იურიდიული რჩევებით. თითოეული ჩვენი კლიენტი იღებს ჩვენი გუნდის წევრ სწორედ იმ იურისტთა მომსახურებას, რომელთაც აქვთ ყველაზე შესაფერისი ცოდნა და გამოცდილება კონკრეტული მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ქართული ენის გარდა, ჩვენი იურისტები რეგულარულად წევენ სამართლებრივ მომსახურებას ინგლისურ და რუსულ ენებზე, რომლებიც ყველაზე გამოყენებადია რეგიონში.  

MKD იურიდიულ მომსახურებას უწევს საქართველოში არსებულ არაერთ დიპლომატიურ წარმომადგენლობას. დაგროვილი პრაქტიკა საშუალებას გვაძლევს შევამციროთ გასაწევი მომსახურების დრო და ხარჯები. ამასთან, ფირმის ღირებულებები და დამოკიდებულება კლიენტებისადმი გვაძლევს საშუალებას გვქონდეს საუკეთესო პირადი ურთიერთობა თითოეულ მათგანთან.

ამავდროულად, საერთაშორისო ხასიათის სამუშაოს გაწევისა და ტრანსნაციონალური კომპანიების წარმომადგენლობის ხშირი პრაქტიკა უზრუნველყოფს ფირმის მხრიდან მიმდინარე გლობალურ საკითხთა წვდომასა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.  

კომპანიას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო ბიზნეს პროექტსა და ტენდერში და აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო იურიდიული ფირმა საქართველოში.
MKD სტაბილურად ვითარდება 1996 წლიდან და დღეისთვის ის არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მრავალრიცხოვანი იურიდიული ფირმა ქართულ ბაზარზე, რომელიც მომსახურებას წევს სამართლის არაერთ სფეროში, მათ შორისაა შრომის სამართალი, სახელშეკრულებო, სამეწარმეო, საგადასახადო, სამოქალაქო, ადმინისტრაციული, კონკურენციის სამართალი, ლიცენზიები და ნებართვები და ა.შ.

საერთაშორისო აღიარება

MKD-ს მომსახურების ხარისხი აღიარებულია საერთაშორისო დონეზე. უკანასკნელი წლების განმავლობაში ფირმა სტაბილურად იღებს საუკეთესო შეფასებას სხვადასხვა რეიტინგის მიხედვით.

გარდა ამისა, ჩვენი იურისტები სხვადასხვა პერიოდში ინდივიდუალურადაც დასახელდნენ საუკეთესოებად ზოგადი ბიზნეს სამართლის, საბანკო და საფინანსო სამართლის, პროექტების ფინანსირებისა და დავების მოგვარების მიმართულებით.