თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მისამართზე:

იურიდიული ფირმა მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური (MKD) 
საქართველო, თბილისი 0186,
ვაჟა–ფშაველას გამზ. 71, ოფისი 24
ბიზნეს ცენტრი ვაჟაზე (BCV)
ტელ.: (+995 32) 2553880, 2973880
ფაქსი: (+995 32) 2973884
ელ–ფოსტა: info@mkd.ge

თქვენი საუკეთესო არჩევანი

იურიდიული ფირმა „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური“ (MKD) ქართულ იურიდიულ ბაზარზე ოპერირებს 1996 წლიდან და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ცნობად და წამყვან იურიდიულ ფირმას საქართველოში.

კლიენტთა მომსახურებისას ფირმა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს თანამედროვე სამყაროში არსებულ პროფესიულ ღირებულებებზე: გამოირჩევა იურიდიული ეტიკეტის დაცვით, გუნდურობით, პროაქტიულობითა და მრავალენოვანი პერსონალით.

MKD-ს საქმიანობას ხელმძღვანელობს 5 პარტნიორი/დირექტორი: ირაკლო მგალობლიშვილი, ვიქტორ ყიფიანი, დავით ძიძიგური, არჩილ კბილაშვილი და ვახტანგ შევარდნაძე. თითოეული მათგანი აქტიურად არის ჩართული ფიმის მართვასა და მდგრად განვითარებაში.

ფირმის იურისტები გამოირჩევიან განათლების ხარისხით, მოტივაციით, საქმისადმი დამოკიდებულებით, საერთაშორისო გამოცდილებით და ძლიერი საფუძვლებით ადგილობრივ სამართალში, რაც საშუალებას გვაძლევს კლიენტებს შევთავაზოთ სამართლებრივი და აკადემიური ცოდნის საუკეთესო კომბინაცია.

საქართველოში მოქმედი ბიზნესებისთვის უმაღლესი ხარისხის იურიდიული მომსახურების გაწევისას, MKD ყოველთვის ეძებს ყველაზე პრაქტიკულ და კომერციულად მომგებიან ბიზნეს გადაწყვეტილებებს თავისი კლიენტებისთვის და არ შემოიფარგლება ვიწროდ იურიდიული რჩევებით. თითოეული ჩვენი კლიენტი იღებს ჩვენი გუნდის წევრ სწორედ იმ იურისტთა მომსახურებას, რომელთაც აქვთ ყველაზე შესაფერისი ცოდნა და გამოცდილება კონკრეტული მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ქართული ენის გარდა, ჩვენი იურისტები რეგულარულად წევენ სამართლებრივ მომსახურებას ინგლისურ და რუსულ ენებზე, რომლებიც ყველაზე გამოყენებადია რეგიონში.  

MKD იურიდიულ მომსახურებას უწევს საქართველოში არსებულ არაერთ დიპლომატიურ წარმომადგენლობას. დაგროვილი პრაქტიკა საშუალებას გვაძლევს შევამციროთ გასაწევი მომსახურების დრო და ხარჯები. ამასთან, ფირმის ღირებულებები და დამოკიდებულება კლიენტებისადმი გვაძლევს საშუალებას გვქონდეს საუკეთესო პირადი ურთიერთობა თითოეულ მათგანთან.

ამავდროულად, საერთაშორისო ხასიათის სამუშაოს გაწევისა და ტრანსნაციონალური კომპანიების წარმომადგენლობის ხშირი პრაქტიკა უზრუნველყოფს ფირმის მხრიდან მიმდინარე გლობალურ საკითხთა წვდომასა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.  

კომპანიას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო ბიზნეს პროექტსა და ტენდერში და აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო იურიდიული ფირმა საქართველოში.
MKD სტაბილურად ვითარდება 1996 წლიდან და დღეისთვის ის არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მრავალრიცხოვანი იურიდიული ფირმა ქართულ ბაზარზე, რომელიც მომსახურებას წევს სამართლის არაერთ სფეროში, მათ შორისაა შრომის სამართალი, სახელშეკრულებო, სამეწარმეო, საგადასახადო, სამოქალაქო, ადმინისტრაციული, კონკურენციის სამართალი, ლიცენზიები და ნებართვები და ა.შ.

საერთაშორისო აღიარება

MKD-ს მომსახურების ხარისხი აღიარებულია საერთაშორისო დონეზე. უკანასკნელი წლების განმავლობაში ფირმა სტაბილურად იღებს საუკეთესო შეფასებას სხვადასხვა რეიტინგის მიხედვით.

გარდა ამისა, ჩვენი იურისტები სხვადასხვა პერიოდში ინდივიდუალურადაც დასახელდნენ საუკეთესოებად ზოგადი ბიზნეს სამართლის, საბანკო და საფინანსო სამართლის, პროექტების ფინანსირებისა და დავების მოგვარების მიმართულებით.

საქართველოში ბიზნესსექტორს ადამიანის უფლებების დაცვის სისტემური ხედვა არ გააჩნია

დეკემბერი, 2014 წ. გაზეთი "ბიზნესი და ადამიანის უფლებები". ავტორი – მარიამ აბაშიზე
ეკონომიკის ექსპერტები, სპეციალისტები, ბიზნესკომპანიების და მესამე სექტორის წარმომადგენლები "ბიზნესი და ადამიანის უფლებები საქართველოში" საკითხზე მომზადებულ კვლევას დაესწრნენ.

ყოფილი მთავარი პროკურორის ორგანიზაცია პროკურატურის რეფორმის კონცეფციაზე მუშაობს

22 სექტემბერი, 2014 წ. საინფორმაციო პორტალი ნეტგაზეთი netgazeti.ge ავტორი-ნინო ნატროშვილი
არჩილ კბილაშვილმა, რომელმაც მთავარი პროკურორის პოსტიდან გადადგომისას განაცხადა, რომ მას პრემიერ ღარიბაშვილისგან განსხვავებული შეხედულებები ჰქონდა სამართალდაცვით სფეროში გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით, ამჯერად საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით დაიწყო პროკურატურის რეფორმის კონცეფციაზე მუშაობა და ამისთვის აშშ-ის განვითარების სააგენტოდან (USAID) მოიპოვა საგრანტო დაფინანსება.

სადაზღვევო კომპანიამ ,,არდი’’ სახელმწიფოს უპრეცენდენტო სასამართლო პროცესი მოუგო

15 აპრილი 2014, საინფორმაციო სააგენტო პირველი საინფორმაციო სააგენტო PIA, სტატიის ავტორი ნინო რეხვიაშვილი.
სადაზღვევო კომპანიაში აცხადებენ, რომ ამგვარი პროცესის მოგება წინა ხელისუფლების პირობებში შეუძლებელი იქნებოდა.
„არდისა“ და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს (ე.წ. „პრეზიდენტის დაცვის სამსახურს“) შორის 3 წლის წინ დაწყებული დავა სააპელაციო სასამართლომ სადაზღვევო კომპანიის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

სად და რატომ წავიდა სამუშაოდ არჩილ კბილაშვილი?

8 აპრილი, 2014. საინფორმაციო პორტალი რეპორტიორი reportiori.ge . არმაზ სანებლიძის ინტერვიუ
რჩილ კბილაშვილი ერთადერთი მთავარი პროკურორია, რომლის გაცნობის შესაძლებლობა თავის დროზე მომეცა. აი, გენერალურ პროკურორებთან, პრაქტიკულად, ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა ჩემი პროფესიის წყალობით.

არჩილ კბილაშვილის გადადგომა ყველას ახსოვს. მაგრამ სად წავიდა სამუშაოდ და რატომ, ბევრისთვის უცნობია.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ლარში დენომინირებულ პირველ ფასიან ქაღალდს გამოუშვებს.

17 მარტი, 2014. საინფორმაციო სააგენტო მედიანიუსი სტარიის ავტორი კატერინე ტუკვაძე. 
ამის შესახებ საქართველოს ეროვნულ ბანკში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერამ, თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა გამყრელიძემ განაცხადეს.