თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მისამართზე:

იურიდიული ფირმა მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური (MKD) 
საქართველო, თბილისი 0186,
ვაჟა–ფშაველას გამზ. 71, ოფისი 24
ბიზნეს ცენტრი ვაჟაზე (BCV)
ტელ.: (+995 32) 2553880, 2973880
ფაქსი: (+995 32) 2973884
ელ–ფოსტა: info@mkd.ge

ბაქარ ფალავანდიშვილი, იურიდიული ფირმის „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური“ იურისტი, ბიზნეს სამართლის სიმპოზიუმზე სიტყვით წარსდგა

2 ნოემბერი, 2016 წ.
ბიზნეს სამართლის სიმპოზიუმი 2016 წლის 27-29 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო „მუზეუმში“ გაიმართა. ღონისძიება ორგანიზებული იყო გერმანული საერთაშორისო იურიდიული თანამშრომლობის  ფონდის (IRZ), ორგანიზაციის საქრთველოს იურისტები დამოუკიდებელი პროფესიისათვის (GLIP), საქართველოს იურისტთა ასოციაციის კომერციული სამართლის კომიტეტისა და დავით ბატონიშვილის სახ. სამართლის ინსტიტუტის მიერ.

სიმპოზიუმზე მიწვეული იყო „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური“ (MKD)-ს იურისტი, ბაქარ ფალავანდიშვილი. იგი პერსპონალური მონაცემების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით სიტყვით წარსდგა და, როგორც ამ სფეროს ექსპერტმა, მონაცემთა დამუშავების პრაქტიკულ ასპექტებზე, მათ საერთაშორისო გადაცემასა და პერსონალური მონაცემების ინსპექტორის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებაზე ისაუბრა.

„იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიები რეგულარულად აგროვებენ, ამუშავებენ და გადასცემენ პიროვნებათა პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც მათთვის ხელმისაწვდომი ხდება, პერსონალურ მონაცემთა დაცვა თანდათან უფრო მნიშვნელოვანი ხდება საქართველოში. თუ ადრე ეს პროცესი არ კონტროლდებოდა, ახლა უკვე მოწმდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახურის მიერ, რომელიც კომპანიების მხრიდან მონაცემთა დაცვის წესების შესრულებას უზრუნველყოფს. მონაცემთა დაცვის შესახებ კანონთა ერთობლიობა დეტალურად გაწერილ რეგულაციებს მოიცავს, რომელთა შესრულება სავალდებულოა ბიზნესის წარმომადგენლებისათვის. მათ შორისაა ცალკეულ პირთა უფლებების დაცვა, მონაცემთა უსაფრთხოებისათვის შესაბამისი ზომების გატარება და სათანადო პროცედურების შესრულება, ფაილური სისტემის კატალოგების მიწოდება და ასე შემდეგ“. განმარტავს ბაქარ ფალავანდიშვილი.

იურიდიულ ფირმას „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური“ კარგად ცნობილი საერთაშორისო ბრენდებისა და ადგილორივი ბიზნესებისათვის მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონთან დაკავშირებით რჩევების მიცემის დიდი გამოცდილება აქვს. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, MKD-ს პროფესიონალთა გუნდი კლიენტებს სთავაზობს მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, შენახვის, საერთაშორისო გადაცემის და სხვ. შესახებ კანონის ამომწურავ განმარტებებსა და რჩევებს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეგულაციების შესახებ MKD-ს ზოგადი პრეზენტაცია ხელმისაწვდომია ციფრულ ფორმატში (ქართულ ენაზე) მოთხოვნის საფუძველზე.
საკონტაქტო დეტალები: ტელ.: +995322553880; + 995322973880; ელ. ფოსტა: nmaghradze@mkd.ge