თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მისამართზე:

იურიდიული ფირმა მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური (MKD) 
საქართველო, თბილისი 0186,
ვაჟა–ფშაველას გამზ. 71, ოფისი 24
ბიზნეს ცენტრი ვაჟაზე (BCV)
ტელ.: (+995 32) 2553880, 2973880
ფაქსი: (+995 32) 2973884
ელ–ფოსტა: info@mkd.ge

საქართველოს მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსის 2015 წლის მონაცემების მიხედვით რეგიონში საუკეთესო რეიტინგი აქვს

1 ივნისი, 2016 წ.
მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსის 2015 წლის მონაცემების მიხედვით საქართველომ 102 ქვეყანას შორის 29-ე ადგილი დაიკავა და რეგიონის მასშტაბით უმაღლესი ქულები დააგროვა.

მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსი მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში კანონის უზენაესობის ხარისხს ასახავს. კვლევა თითოეულ ქვეყანაში 9 ფაქტორის მიხედვით ტარდება და დგება შესაბამისი რეიტინგი. აღნიშნულ ფაქტორებს წარმოადგენს: მთავრობის უფლებამოსილების შეზღუდვა, კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა, წესრიგი და უსაფრთხოება, კანონის აღსრულება, სამოქალაქო, სისხლის და არაფორმალური მართლმსაჯულება. რეიტინგი 102 ქვეყნისა და იურისდიქციის ფარგლებში 100, 000-ზე მეტი რესპოდენტის გამოკითხვისა და ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებს ეყრდნობა.


კანონის უზენაესობის ინდექსის მონაცემების სანახავად დააჭირეთ აქ 16