თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მისამართზე:

იურიდიული ფირმა მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური (MKD) 
საქართველო, თბილისი 0186,
ვაჟა–ფშაველას გამზ. 71, ოფისი 24
ბიზნეს ცენტრი ვაჟაზე (BCV)
ტელ.: (+995 32) 2553880, 2973880
ფაქსი: (+995 32) 2973884
ელ–ფოსტა: info@mkd.ge

2016 წელს საქართველომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის მცირე და საშუალო საწარმოების (მსს) პოლიტიკის ინდექსის მონაცემების მიხედვით რეგიონის მასშტაბით საუკეთესო შეფასება დაიმსახურა

12 აპრილი, 2016 წ.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის მცირე და საშუალო საწარმოების (მსს) პოლიტიკის ინდექსის 2016 წლის მონაცემები გამოაქვეყნა. მსს პოლიტიკის ინდექსი წარმოადგენს სტანდარტს, რომლის მიხედვითაც განვითარებად ქვეყნებში მსს პოლიტიკის სისტემის შეფასება და პროგრესის პერიოდული მონიტორინგი ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ 2016 წელს რეგიონში საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. ქვეყანამ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია ბიზნესის ინფრასტრუქტურის, დაფინანსების ხელმისაწვდომობის, ვაჭრობის ტექნიკური ბარიერების გაუქმების და მსს-ის ინტერნაციონალიზაციის კუთხით.

„2012 წლის შეფასების შემდეგ, რეგიონის ერთ-ერთმა ძლიერმა რეფორმატორმა, საქართველომ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (მსს) პოლიტიკის ინსტიტუციური ჩარჩო. გარე ზეწოლების მიუხედავად, ქვეყანა მოქნილ მაკროეკონომიკურ გარემოს და რეგულაციების და პროცედურების გამარტივებით შექმნილ ხელსაყრელ ბიზნესკლიმატს ინარჩუნებს“ - აღნიშნულია შეფასების ანგარიშში.


საქართველოს შეფასები ანგარიშის სანახავად დააჭირეთ აქ

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მსს პოლიტიკის ინდექსის სანახავად დააჭირეთ აქ