თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მისამართზე:

იურიდიული ფირმა მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური (MKD) 
საქართველო, თბილისი 0186,
ვაჟა–ფშაველას გამზ. 71, ოფისი 24
ბიზნეს ცენტრი ვაჟაზე (BCV)
ტელ.: (+995 32) 2553880, 2973880
ფაქსი: (+995 32) 2973884
ელ–ფოსტა: info@mkd.ge

VIII-IX ნიუსლეთერი: ინიციატივები და საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოში ბიზნეს-საქმიანობის ხელშესაწყობად

აგვისტო-სექტემბერი, 2016 წ.

ეროვნული ბანკი აწესებს რეგულაციებს საწარმოთა ობლიგაციების ემისიის, საჯარო შეთავაზების და განთავსების ანგარიშების შესახებ.

2016 წლის 5 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა N79/04 ბრძანებით დააწესა რეგულაციები საწარმოთა ობლიგაციების ემისიის, საჯარო შეთავაზების და განთავსების ანგარიშების შესახებ.

ბრძანების მიზანია განსაზღვროს მოთხოვნები გამოსაშვები ან/და გამოშვებული ობლიგაციების ემისიის პროსპექტის შემცველობასთან, პროსპექტში ცვლილებების შეტანასა და ობლიგაციების განთავსების ანგარიშთან დაკავშირებით. ბრძანება აწესრიგებს შემდეგ საკითხებს:

  • ობლიგაციების შეთავაზების ზოგადი წესები;
  • ობლიგაციების ემისიის  პროსპექტისა და  საჯარო შეთავაზების განაცხადის რეკვიზიტები;
  • საბოლოო პროსპექტის რეგისტრაციის წესები;
  • საჯარო შეთავაზების პერიოდში ემისიის საბოლოო პროსპექტში შეტანილი ინფორმაციის ცვლილების პროცედურა;
  • ობლიგაციების ემისიის განთავსების ანგარიშის წარდგენის ვადა.

    ბრძანებას დაერთვის: 1) განაცხადი ობლიგაციების ემისიის პროსპექტის დამტკიცების შესახებ; 2) განაცხადი საჯარო შეთავაზების პერიოდში საბოლოო პროსპექტში  ცვლილების შეტანის შესახებ; 3) ანგარიში ობლიგაციების ემისიის განთავსების შესახებ.

    სრული ვერსია იხილეთ აქ: 16

VI-VII ნიუსლეთერი: ინიციატივები და საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოში ბიზნეს-საქმიანობის ხელშესაწყობად

ივნისი-ივლისი, 2016
ცვლილებები “მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში 
2016 წლის 8 ივნისს განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები საქართველოს კანონში „მეწარმეთა შესახებ“ (ძალაში შევიდა 2016 წლის 24 ივნისიდან), რომლის თანახმადაც:

V ნიუსლეთერი: ინიციატივები და საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოში ბიზნეს-საქმიანობის ხელშესაწყობად

მაისი, 2016 წ.
ცვლილებები საქართველოს საგადასახადო კოდექსში
2016 წლის 13 მაისს საქართველოს საგადასახადო კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლებიც მოგების გადასახადის რეფორმასა და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივებას ითვალისწინებს. ეს  ცვლილებებია:

IV ნიუსლეთერი: ინიციატივები და საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოში ბიზნეს-საქმიანობის ხელშესაწყობად

აპრილი, 2016 წ.
სამართლებრივი სიახლეები
საპარლამენტო კომიტეტები მიწის რეგისტაციის  პროცედურების გაუმჯობესებას განიხილავენ
რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და აგრარულ საკითხთა კომიტეტებთან ერთად მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ კანონპროექტი განიხილა. კანონპროექტი ქვეყანაში ამ კუთხით არსებული პრობლემატური საკითხების გათვალისწინებით მომზადდა. ერთ-ერთი ასეთი პრობლემატური საკითხია ის, რომ ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების მხოლოდ 25%-ია რეგისტრირებული. კანონპროექტში შესული ცვლილებები ძირითადად რეგისტრაციის პროცესის გამარტივებისათვის შემუშავდა.

III ნიუსლეთერი: ინიციატივები და საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოში ბიზნეს-საქმიანობის ხელშესაწყობად

მარტი,  2016 წ.
ცვლილებები საქართველოს კანონში მეწარმეთა შესახებ
ცვლილებები საქართველოს კანონში მეწარმეთა შესახებ ცვლილებები, რომლებიც 2016 წლის 19 თებერვალს შევიდა საქართველოს კანონში „მეწარმეთა შესახებ“, მოიცავს შემდეგს:

II ნიუსლეთერი: ინიციატივები და საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოში ბიზნეს-საქმიანობის ხელშესაწყობად

თებერვალი, 2016 წ.
შეთავაზებული საგადასახადო რეფორმა
ცხადი ხდება, რომ საგადასახადო პოლიტიკა საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2016 წლის სამუშაო პროგრამაში  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება. საქართველოს მთავრობა დაბეგვრის ესტონური მოდელის დანერგვის ინიციატივით გამოდის. ეს მოდელი მოგების გადასახადის გაუქმებას და მხოლოდ დივიდენდების დაბეგრვას გულისხმობს. შეთავაზებული საგადასახადო რეფორმის მოსალოდნელ დადებით შედეგებად მოიაზრება: