თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მისამართზე:

იურიდიული ფირმა მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური (MKD) 
საქართველო, თბილისი 0186,
ვაჟა–ფშაველას გამზ. 71, ოფისი 24
ბიზნეს ცენტრი ვაჟაზე (BCV)
ტელ.: (+995 32) 2553880, 2973880
ფაქსი: (+995 32) 2973884
ელ–ფოსტა: info@mkd.ge

იურისტის თანაშემწის აყვანა

მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგურის  (MKD) იურიდიული ფირმა გთავაზობთ არაფორმალურ და კოლეგიალურ სამუშაო გარემოს, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი იურისტების პროფესიულ და პიროვნულ ზრდას. ჩვენ ვეძებთ იურისტებს, რომლებიც დარწმუნებულები არიან თავიანთ შესაძლებლობებში და ფიქრობენ კრეატიულად. ჩვენ ასევე ვეძებთ აკადემიურად ძლიერ კანდიდატებს, რომლებიც მზად არიან ნასწავლი სამართლის ნორმების პრაქტიკაში გადმოსატანად შეჯიბრებით და დინამიკურ საერთაშორისო გარემოში.

 გვჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია მოვერგოთ ჩვენი კლიენტების ცვალებად მოთხოვნებს ისეთი კანდიდატების ძებნის გზით, რომლებსაც აქვთ სურვილი და უნარი იყონ მოქნილი პრაქტიკოსები. ჩვენ გასამრჯელოს ვაწესებთ გულახდილობის, მრავალფეროვნების, ინდივიდუალურობისა და კოლეგიალურობისათვის და ვეძებთ კანდიდატებს, რომელთაც იგივე პრიორიტეტები აქვთ.

ამ მიზნების კვალდაკვალ, ფირმის პოლიტიკაა გამორიცხოს ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია ან ჩაგვრა სქესის, რასის, კანის ფერის, რელიგიის, ეროვნული წარმომავლობის, ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის, სოციალური მდგომარეობის, მოქალაქეობის, სამხედრო სტატუსის და სხვა კრიტერიუმების მიხედვით. ეს პოლიტიკა ეხება დასაქმებულთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, მათ შორის აყვანს, დაქირავებას, ჩანაცვლებას, დანიშვნას, ტრეინინგებს, კომპენსაციას, დაწინაურებას და დასაქმების ვადის შეწყვეტას.

მიმდინარე ვაკანსიები: ამჟამად ვაკანსიები გამოცხადებული არ არის.